top of page

ციხისძირში დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს - საქმის განხილვა 19 თებერვალს გაგრძელდება

  • თბილისის ხმა
  • Feb 11, 2016
  • 1 min read

ციხისძირში აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. საკრებულოს წევრი დეპუტატები და პარტიზანი მებაღეები სამართალდამცავებმა გუშინ ციხისძირში პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით იმ დროს დააკავეს, როდესაც სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან საუკუნოვანი ნარგავების გადატანას აპროტესტებდნენ. საქმის განხილვა 19 თებერვალს გაგრძელდება.

აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებასა და პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც საუბრობს.

ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინიტროს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესს დღეს მურმან დუმბაძეც ესწრებოდა. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესს ეწინააღმდეგება, აქციის მონაწილეების დაკავებაზე კი პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი დაპირისპირების პროვოცირებაში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ხმაური მიზეზი გახდა აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კომპანია ზიმოს მისცა. კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ახორციელებს.


 
 
 

Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Black Square
  • Twitter Black Square
  • Google+ Black Square

                                                                                თბილისის ხმა © 2016 საიტიდან                                                                                           ნებისმიერი ინფორმაციის მოპარვა ისჯება კანონით.

bottom of page