top of page

არქეოლოგიური გათხრები იმირის გორაზე

  • თბილისის ხმა
  • Feb 11, 2016
  • 1 min read

2013 წლის 2 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. იმირის მახლობლად მდებარე უძველეს (ძვ.წ.VI. ათასწლეული) ნეოლითური ხანის ნასოფლარზე-გადჭრილ გორაზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. არქეოლოგიურ კვლევას ერთობრივად ანხორციელებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS).

პირველი არქეოლოგიური გათხრები სოფ. იმირში XX საუკუნის 60-იან წლებში ჩატარდა. წლების წინ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოავლინა 7000 წლის წინანდელი დასახლება, სადაც პირველად კაცობრიობის ისტორიაში დაიწურა ღვინო. ამაზე მიუთითებს იმირის გორაზე აღმოჩენილი ვაზის რამდენიმე წიპწა. მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, ,,vitis vinisfera sativa-ს“ მიაკუთვნეს. სწორედ ამ ფაქტით იხსნება ლონდონში არსებული ღვინის ექსპოზიცია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ იმირის გორაზე განახლებული გათხრების შედეგად საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებენ. სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება.


 
 
 

Comentarios


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Black Square
  • Twitter Black Square
  • Google+ Black Square

                                                                                თბილისის ხმა © 2016 საიტიდან                                                                                           ნებისმიერი ინფორმაციის მოპარვა ისჯება კანონით.

bottom of page