top of page

ვანის უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა

  • თბილისის ხმა
  • Feb 11, 2016
  • 1 min read

ვანის ნაქალაქარზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ უნიკალურ განძს მიაკვლია, აღმოჩენილია ელინისტური ეპოქის (ძვ.წ. II-I სს) იშვიათი მხატვრული ღირებულების სარიტუალო ბრინჯაოს ნივთები _ სასაკმევლე და ჭრაქები, შემკული სხვადასხვა მითოლოგიური პერსონაჟებისა და ცხოველების გამოსახულებებით, რკინის ორი კანდელაბრი და ორასამდე რკინის შუბისპირი. ეს სავარაუდოდ ტაძრის გადამალული ინვენტარია. კიდევ ერთხელ დასტურდება მოსაზრება, რომლის თანახმად, ძველი ვანი სატაძრო ქალაქს წარმოადგენდა. ახალი აღმოჩენის შედეგად კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ გამოიკვეთა კოლხური ცივილიზაციის უმაღლესი დონე და კოლხეთის ინტენსიური კავშირები ანტიკურ სამყაროსთან. კოლხეთის სამეფო ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენდა. ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყველაზე უფრო თავალნათლივ ძველი კოლხეთის კულტურა წარმოჩინდა. ვანში პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა არსებობდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს ქმნიდა. ეროვნულ მუზეუმში დღეს ვანში აღმოჩენილი ათეულ ათასობით ოქროს ნივთია დაცული, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ქართულის სეზონის ფარგლებში მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში მოგზურობს.

ვანის ახალი აღმოჩენა უნიკალურია არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ ისტორიული თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთხელ დასტურდება უძველესი ქართული ცივილიზაციის ახლო კავშირი ევროპულ სამყაროსთან.


 
 
 

Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Black Square
  • Twitter Black Square
  • Google+ Black Square

                                                                                თბილისის ხმა © 2016 საიტიდან                                                                                           ნებისმიერი ინფორმაციის მოპარვა ისჯება კანონით.

bottom of page