კუმორდოს ტაძრის რეაბილიტაცია
- თბილისის ხმა
- Feb 11, 2016
- 1 min read

10 თებერვალს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - ნიკა ანთიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი კუმურდოს ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტის განხილვა იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები,რათა ფიზიკური სამუშაოების დაწყებამდე გათვალისწინებული იყოს მოსაზრებები საპროექტო მეთოდოლოგიურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს კუმურდოს ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
Comments