საბავშვო არქეოლოგია მცხეთაში
- თბილისის ხმა
- Feb 11, 2016
- 1 min read

2016 წელს,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით საბავშვო არქეოლოგიის პროგრამა ნოქალაქევშიც განხორციელდება.
ყოველწლიურად, პროგრამა ხორციელდება მცხეთაში, 2016 წელს კი ნოქალაქევიც დაემატება.
ამ ეტაპზე ნოქალაქევის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყო არქეოლოგიური მოედანი და აღიჭურვა ხუთი სამარხი - მამაკაცის ორმო-სამარხი სააღაპე მოედნით ; ქვევრ-სამარხი სააღაპე მოედნით; კოლექტიური ორმო-სამარხი; ამფორა-სამარხი და ორმო-სამარხი .
სამარხების მოწყობის შემდეგ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებს ჩაუტარდათ საველე ტრენინგი; საბავშვო არქეოლოგიურ მოედანზე განლაგებული სამარხების ქრონოლოგიის, სამარხეული ინვენტარის სპეციფიკის, ვიზიტორების მიღებისა და პროცესის მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
Comments