top of page

კონსტანტინე ჯაფარიძე: თბილისის მერიას ამ წლების განმავლობაში დაფუძნებული აქვს, სულ ცოტა, სამი ფონდი

  • თბილისის ხმა
  • Feb 12, 2016
  • 1 min read

"თბილისის მერიას ამ წლების განმავლობაში დაფუძნებული აქვს, სულ ცოტა, სამი ფონდი: ძველი თბილისის განვითარების, თბილისის განვითარებისა და გუდაურის განვითარების ფონდები. ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარ პროკურორს შევხვდი და ვთხოვე, თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობით დაინტერესებულიყო. განსაკუთრებით საყურადღებო მოვლენები 1-ელი ოქტომბრის შემდეგ განვითარდა. ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი საბანაძემ საქართველო დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, ფონდიდან გატანილია თანხა, ნაღდი ფულის სახით, და დოკუმენტაცია. ამის შემდეგ კი ნაჩქარევად, არჩევნების შემდეგ დაიწყო ფონდის ლიკვიდაციის პროცესი. ამიტომ ბევრი წინაპირობა იყო საიმისოდ, რომ მთავარი პროკურორისთვის თხოვნით მიმემართა, გამოძიება დაწყებულიყო. მანამდე არაერთი მცდელობა მქონდა, როგორც საკრებულოს წევრს, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმეღო, მაგრამ უშედეგოდ. არჩილ კბილაშვილმა ბრძანა, რომ ისინი განიხილავენ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს, მათ შორის უკვე ლიკვიდირებული ფონდის აუდიტორული დასკვნის შედეგებსაც. ბატონ საბანაძის ჯანმრთელობის გაუარესება მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა. მანამდეც გვსურდა საკრებულოს წევრებს ფრაქციის სხდომაზე საბანაძის მიწვევა, მაგრამ ვერც ამას მივაღწიეთ. პროკურატურაში მისვლამდე მოვუწოდე კიდეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, უზრუნველეყოთ თანაგუნდელთან კონტაქტი, მაგრამ არანაირი გამოხმაურება მათი მხრიდან არ ყოფილა. ფონდში გადარიცხული თანხები იზრდებოდა და მცირდებოდა იმის მიხედვით, იყო თუ არა წელიწადი საარჩევნო. შეიძლება ითქვას, ამ თანხებს ფონდს თბილისის მერი ურიცხავდა იმდენს და მაშინ, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევდა. ფონდი მთლიანად ეხმიანებოდა მერის პირად ინტერესებს. ფონდის ხელმძღვანელები და მმართველი საბჭოს წევრები უგულავასთან დაახლოებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც მანამდე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ ქალაქის მთავრობაში. მოკლედ, ისეთი გარემო ჰქონდათ შექმნილი, რომ არავის ჩაეყო ცხვირი ფონდის საქმიანობაში. ეს იყო გარკვეული თანხების მითვისებისა და მოგების საშუალება." აცხადებს ,,თბილისის ხმა"-ს დამფუძნებელი კონსტანტინე ჯაფარიძე.


 
 
 

Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Black Square
  • Twitter Black Square
  • Google+ Black Square

                                                                                თბილისის ხმა © 2016 საიტიდან                                                                                           ნებისმიერი ინფორმაციის მოპარვა ისჯება კანონით.

bottom of page