შესახებ

საბრძოლო
საბრძოლო მანქანები
საბრძოლო მანქანები – შეჯავშნული, მუხლუხიანი ან თვლიანი მაღალი გასავლიანობის მქონე თვითმავალი მანქანები მათზე დამონტაჟებული შეიარაღებით. საბრძოლო მანქანებს განეკუთვნება ტანკი, საბრძოლო სადესანტო მანქანა, ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა, საბრძოლო სადაზვერვო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი,თვითმავლი საარტილერიო ქვემეხი, აგრეთვე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დატანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის საბრძოლო მანქანები, საზენიტო სარაკეტო კომპლექსის და სახმელეთო სარაკეტო კომპლექსის გამშვები დანადგარები.

მუაი-ტაი
მუაი-ტაი
ეს საბრძოლო ხელოვნება სათავეს ასეულობით წლების წინ იღებს. მისი წარმოშობა განაპირობა საზოგადოების მძარცველებისგან დაცვის აუცილებლობამ. მოგვიანებით 1584წელს ტაილანდის მეფემ, ნარისუანმა მუაი ტაის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება გადაწყვიტა და იმ დროიდან ტაილანდის არმიის თვითოეულ ჯარისკაცს ამ საბრძოლო ხელოვნების სრულყოფილი სწავლა დაევალა. იმ ფაქტმა, რომ ბრძოლის ამ სტილმა მცირე შეტაკებებიდან მასიური შეტაკებებამდე გაზარდა, გამოიწვია ამ სტილის დახვეწა.
იდეაში მოდერნიძებული მუაი ტაის ფუნქცია იყო გამოეყენებინა ნებისმიერი საშუალება, რაც ადამიანს ბუნებით დაჰყვა, მოწინააღმდეგის გასანადგურებლად იმ შემთხვევაში, თუ ის ხელჩართული ბრძოლის დროს უიარაროდ დარჩებოდა. მუაი ტაის როლი ტაილანდური არმიის ძლიერებაში მხოლოდ იმით ამოიწურებოდა, რომ იგი თავდაცვის/თავდასხმის რეფლექსს სრულყოფდა. მუაი ტაი ასევე უზრუნველყოფდა დაკავებული პოზიციის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ ამაღლებდა დისციპლინას.
არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ ტაილანდის მეფე პრეცაო სუო (მეფე ვეფხვი) იმდენად იყო გატაცებული ამ საბრძოლო ხელოვნებით, რომ იგი ფარულად გადიოდა სასახლიდან და მონაწილეობას იღებდა სოფლებში გამართულ შეჯიბრებებში. რაც ყველაზე მთავარია მისი საყვარელი საქმიანობა ადგილობრივი ჩემპიონების ცემა ყოფილა. მეფე რამა V-ის დროს ტაილანდურმა კრივმა სამეფო სპორტის მნიშვნელობა მიიღო და ამ ტურნირების გამარჯვებულებს სამხედრო წოდებები ეძლეოდათ. დადგა დრო, როცა სპორტის პოპულარიზაციამ მისთვის არენის სექმნის აუცილებლობა დააყენა. ამიტომ რამა V-ის შთამომავალმა რამა VI-მ იზრუნა ამ საკითხზე და საბრძოლო არენა თოკებით შემოსაზღვრეს. ბრძოლისთვის საჭირო დროის ასათვლელად კი გახვრეტილ ქოქოსის ნაყოფს იყენებდნენ, რომელიც წყლით სავსე თასში ტივტივებდა და ჩაძირვისთანავე მთავრდებოდა რაუნდი.
მუაი ტაის მებრძოლი დღეს ძნელი წარმოსადგენია ერთგვარი მარყუჟით თავზე და მკლავზე. ეს აღჭურვილობა იფრო იდეოლოგიურ დატვირთვას ატარებდა და მებრძოლის რწმენას განაპირობებდა. 1921 წელს პირველი ოფიციალური რინგის (სიუან კულარპში) აშენების შემდეგ დაარსდა მსაჯის ოფიციალური ინსტიტუტი. მოგვიანებით აიკრძალა ხელზე დახვეული თოკით ბრძოლა, რადგან ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენება სიკვდილის მიზეზი ხდებოდა.
შორეულ წარსულში მებრძოლი ხელზე დახვეულ წებოვან თოკს მინის ნამსხვრევებში ავლებდა, რაც დარტყმას პოტენციურად უფრო ეფექტურს და გამანადგურებელს ხდიდა. მოგვიანებით შეჯიბრებში მინის ნამსხვრევები აიკრძალა, თუმცა მე-20 საუკუნემდე თოკი აქტიურად გამოიყენებოდა. დღეს მებრძოლი უფრო დაცულია და სტანდარტული ხელთათმანებითაა აღჭურვილი.
ზოგადად მუაი ტაის არსი დაფუძნებულია 8 საბრძოლო ელემენტის უნიფიიკაციაზე. კერძოდ: 2 ხელის, 2 ფეხის, 2 იდაყვისა და 2 მუხლის გამოყენების ტექნიკაზე.
ჩემ მიერ ატვირთულ ვიდეოში საკმაოდ კარგად ჩანს საბაზისო დარტყმები. მსგავსი ვიდეოები მრავლად მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონახონ ეს ვიდეოები. საქრთველოში ოფიციალური ტურნირები ამ სპორტის სახეობაში არ ტარდება, თუმცა არის ადგილები, სადაც შეიძლება ამ საბრძოლო ხელოვნების შესწავლა. ამ სპორტით დაინტერესებულთათვის კი ცნობილი იქნება ამ სპორტის უდავო ცოცხალი ლეგენდის Tony Jaa-ს შესახებ. ის ამჟამად აღარ მონაწილეობს ტურნირებში, თუმცა საჩვენებელ გამოსვლებს ხშირად აწყობს და ხშირად იწვევენ ტურნირების გახსნაზე.

MMA
შერეული საბრძოლო ხელოვნება
შერეულმა საბრძოლო ხელოვნებამ ამ ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად
ფეხი მოიკიდა საქართველოშიც, მაგრამ მიუხედავად ამისა დღეს-დღეობითაც ქართველების უმეტესობას არ აქვს ზუსტი წარმოდგენა სპორტის ამ სახეობასთან მიმართებაში. ამის კარგი მაგალითია ისიც, როდესაც ეძახიან: ბრძოლა წესების გარეშეს, ქუჩურ ჩხუბს და ა.შ. რადგან აქაც არის გარკვეული წესები - თუნდაც ის, რომ არ
შეიძლება საზარდულში, თირკმელებში დარტყმა და ე.წ. „პანღური“. ორთაბრძოლების ეს ერთ-ერთი გამორჩეული სახეობა სულაც არ არის ქუჩური ჩხუბი, რადგან, სხვა რომ არაფერი, აქ არ მიდის უაზროდ და უგზო-უკვლოდ ხელ-ფეხის ქნევა, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ ეს სახეობა აერთიანებს სხვადასხვა ორთაბრძოლების ხელოვნებას და მიისწრაფის იმისკენ, რომ შექმნას უნიკალური საბრძოლო ხელოვნება...
ის აერთიანებს: ჯიუ-ჯიცუს; კიკ-ბოქსინგს; ბოქსს; ძიუდოს; ჭიდაობას და სხვა...
წელს, (2013 წელს) ივნისის თვეში, რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, გაიმართა პირველი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, სადაც ქართველი მებრძოლი - ნოდარ კუდუხაშვილი (-84 კგ. წონით კატეგორიაში) გახდა ჩემპიონი და მოიპოვა ოქროს მედალი. მან ფინალურ ორთაბრძოლაში, 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მან დაამარცხა რუსი მებრძოლი - შამილ აბდულაევი.

«ВЕЛИЧАЙШЕЕ ДОСТИЖЕНИЕ НЕ В ТОМ, ЧТОБЫ НИКОГДА НЕ ПАДАТЬ, А В ТОМ, ЧТОБЫ СНОВА ВСТАТЬ»
Винс Ломбарди

რესტლინგი
რესტლინგი
Борцовская схватка может состояться как с практической целью (боевые действия, самооборона и т. п.), так и с состязательной целью, в рамках спортивной борьбы, и в последнем случае проводится по определённым для каждого вида борьбы правилам и с использованием определённых приёмов борьбы. Борьба характеризуется взаимным преодолением сопротивления с помощью применения разрешённых правилами соревнования специальных технических и тактических действий.

ბოქსი
ბოქსი (კრივი)
ბოქსი/კრივი, სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რომელიც ცნობილი იყო ეგვიპტესა და ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში.კრივი შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კრივის წესები (უხელთათამანოდ) შეიმუშავეს XVIII საუკუნეში ინგლისში; 1867 წელს დაამტკიცეს ხელთათმანებით კრივის პირველი წესები. შეჯიბრება კრივში ტარდება 250-300 გრამიანი რბილი ხელთათმანებით რინგზე 3 წუთიანი რაუნდით, რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვება ეძლევა იმ მოკრივეს, რომელმაც წარმატებით ჩატარებული შეტევებით მოაგროვა მეტი ქულა, მოიგო ნოკაუტით ან თუ მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია ბრძოლა, დისკვალიფიცირებულია ან უარს ამბობს ბრძოლის გაგრძელებაზე. კრივში აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფაში, ზურგში, თავის დარტყმა. ბრძოლას სჯის რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3-5 მსაჯი რინგს გარეთ.კრივი იყოფა ორ ნაწილად: სამოყვარულო და პროფესიონალური. სამოყვარულო კრივი იმით განსხვავდება პროფესიონალურისგან, რომ მასში არის 3 3 წუთიანი რაუნდი, ბრძოლა ტარდება 10 ან 12 ზომა ხელთათმანებით, მოკრივეებს აცვიათ ტრუსი და მაისური, რომელიც მათი კუთხის ფერის შესაბამისი უნდა იყოს და ახურავთ დამცავი შლემები. სამოყვარულო კრივში არის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები, რომელებიც შესაბამისად კიდევ იუოფა წონით კატეგორიებად. ასაკობრივი კატეგორიებია: ბავშვები(შკოლნიკები) რომელშიც 13-14 წლის მოკრივეები გამოდიან, კადეტები, 15-16 წლის მოკრივეების ასაკობრივი კატეგორია, 17-18 ახალგაზრდები და ბოლოს სენიორები. სამოყვარულო კრივში არის უფრო მკაცრი წესები ვიდრე პროფეისონალურში. 3 ერთნაირ შენიშვნაზე მოკრივის მოწინააღმდეგეს ეწერება 2 ქულა. ხოლო 5 ერთინაირ შენიშვნაზე მოკრივეს აძლევენ დისკვალიფიკაციას.სამოყვარულო კრივის მსოფლიო ფედერაციას ეწოდება AIBA. ამ ფედერაციის ეგიდით ტარდება ევროპის, მსოფლიო, ოლიმპიადის შესარჩევი და ოლიმპიური ჩემპიონატები. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც ჩატარდა მილანში, შედგა მოლაპარაკებები და დაფუძნდა ნახევრად პროფესიონალური კრივის ლიგა, რომელსაც ეწოდება WSB (world series of boxing). ამ ლიგაში მონაწილეობას იღებენ მოყვარულები და ჩხუბობენ პროფესიონალური წესებით 5 რაუნდს.დღესდღეობით უძლიერესი მოყვარული მოკრივეები არიან ვასილ ლომაჩენკო(უკრაინა), სერიკ საპიევი(ყაზახეთი), ალბერტ სელიმოვი(რუსეთი), ალექსანდრ უსიკი(უკრაინა), ლევგენ ხიტროვი(უკრაინა), არტურ ბეტერბიევი(რუსეთი), ანდრეი ზამკოვოი(რუსეთი) და სხვები.