top of page

ბობსლეი

  • კოტე ჯაფარიძე
  • Jan 17, 2016
  • 1 min read

ბობსლეი (ინგლ. Bobsleigh) — ციგაობის ნაირსახეობა; საჭიანი ციგით მთიდანსწრაფდაშვება საგანგებოდ მოწყობილ ტრასაზე.მოკვერცხილი ფორმის ლითონის ციგა შედგება სახსრულად შეერთებული ნაწილებისაგან: წინა მოძრავ ნაწილს აქვს საჭე, უკანას, უძრავს — მუხრუჭი. არსებობს 2- და 4-ადგილიანი ციგები. შეჯიბრების ჩასატარებელი ტრასა წარმოადგენს 1500-2000 მ სიგრძის, 5-, 8-ვირაჟიან ყინულის ღარს. სიჩქარე დაშვებისას აღემატება 100 კმ/სთ. ბობსლეი როგორც სპორტის სახეობა, ჩაისახა XIX საუკუნის ბოლოს შვეიცარიაში, შემდეგ გავრცელდა შვედეთში,რუმინეთში, პოლონეთში, აშშ-ში.1888 წელს შვეიცარიაში ინგლისელმა ტურისტმა უილსონ სმითმა ორი ციგა ფიცრით შეაერთა და ასეთი მარხილით იმოგზაურა სანქტ-მორიციდან ჩელერინამდე. XIX საუკუნის დამლევს სწორედ სანქტ-მორიცში ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი ბობსლეის სპორტული კლუბი, სადაც შემუშავდა შეჯიბრების ძირითადი წესები. პირველი ჩემპიონატები მოეწყო ავსტრიასა (1908) დაგერმანიაში (1910). 1923 წელს შეიქმნა ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაცია. 1924 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში: 1924-იდან — კაცები, 2002-იდან — ქალები. ბობსლეისტ ქალთა ოლიმპიური დებიუტი 2002 წელს მოეწყო სოლტ-ლეიკ-სიტიში. გაიმარჯვეს ამერიკელებმა — ჯილ ბაკენმა დავონეტა ფლაუერსმა (2-ადგილიანი).


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
რუსთაველის გამზირი #10 (1 სკოლა)
fireand.fight@mail.ru
ტელ: +995574443153

© 2016 «Fire And Fight». საიტის შემქმნელი - კონსტანტინე ჯაფარიძე

bottom of page