top of page

რჩეული სტატია

  • კოტე ჯაფარიძე
  • Jan 17, 2016
  • 1 min read

მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულადჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან. მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლისკოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზე შეიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა —მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად, ქვისა დამეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტა —იუპიტერი და სატურნი, ძირითადად, წყალბადითა დაჰელიუმითაა გაჯერებული. ორ უშორეს პლანეტაზე — ურანსა დანეპტუნზე მეთანის, წყალბადისა და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ „ყინულის გიგანტებად“მოიხსენიებენ.

მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობს. ასტეროიდული სარტყელი, რომელიცმარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათ შედგენილობაში ძირითადად ქვა დამეტალი შედის, თუმცა ზომით ძალიან პატარებია, პლანეტებადრომ ჩაითვალოს. „დღეს 12-ზე მეტი ჯუჯა პლანეტა ვიცით მზის სისტემაში“. ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკო მდებარეობს. მასში ე. წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობს, რომლებიც წყლის,მეთანისა და ამიაკის ყინულებითაა გაჯერებული. ამ არეალში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონი ჰომეა,მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდებია იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ, მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
რუსთაველის გამზირი #10 (1 სკოლა)
fireand.fight@mail.ru
ტელ: +995574443153

© 2016 «Fire And Fight». საიტის შემქმნელი - კონსტანტინე ჯაფარიძე

bottom of page