top of page

ბალახის ჰოკეი

  • კოტე ჯაფარიძე
  • Jan 17, 2016
  • 2 min read

ბალახის ჰოკეი – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში ყვანჯებით, სადაც 11 წევრისაგან (ერთი მეკარე) შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეთა მიზანია საკუთარი კარის დაცვა და მეტოქე გუნდის კარში ბურთის გატანა.

ბალახის ჰოკეი გუნდური თამაშებში ერთ-ერთი უძველესია. ბურთის ყვნჯით თამაშის კვალი ძვ.წ. VI საუკუნეშია აღმოჩენილი. ბალახის ჰოკეის მსგავს თამაშებს, ჭაკუნობას და ჭოროლას საქართველოშიც უხსოვარი დროიდან თამაშობდნენ. თანამედროვე სახით იგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა. სწორედ ამ პერიოდში (1861) შეიქმნა პირველი კლუბი ინგლისში. 1971 წელს შეიქმნა ლონდონის ბალახის ჰოკეის ასოციაცია, რომელმაც 1875 წელს გამოაქვეყნა ბალახის ჰოკეის პირველი წესები. XIX საუკუნის მიწურულს ბალახის ჰოკეი გასცდა დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და ნელ-ნელა მოედო ევროპას. მალე ბალახის ჰოკეიმ ყველა დანარჩენ კონტინენტზეც შეაღწია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ის ინგლისის მაშინდელ აზიურ სამფლობელოებში (ინდოეთში, ახლანდელი პაკისტანი და სხვა].

ბალახის ჰოკეის თამაშობენ ნალახისსაფარიან მინდორზე, რომლის ზომებია 91,5X54,9 მ. სწორკუთხა მოედანი შემოსაზღვრულია თეთრი გვერდითი და პირითი ხაზებით. მოედანი შუა ხაზით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. მოედბის თითოეული ნახევარი თავის მხრივ გაყოფილია 22,87 მეტრიანი ხაზით (კარის ხაზი). პირითი ხაზების შუაში მაგრდება 3,66X2,14 სმ ზომებიანი ბადეებიანი კარები, რომლის შჲა წერტილიდან შემოხაზულია 14,63 სმ-ანი ნახევარწრე (დარტყმის ხაზი). კარებიდან 6,4 მეტრზე აღნიშნულია პენალტის ნიშნული.

ბალახის ჰოკეის თამაშობენ ორი 11-11 კაცისაგან (მათ შორის ერთი მეკარეა) შემდგარი ორი გუნდი. თამაში შედგება ორი 35 წუთიანი ტაიმისაგან, 10 წუთიანი შესვენებით. ნებადართულია 3 მოთამაშის შეცვლა. მოთამაშეებს არა აქვთ უფლება ფეხით ან ხელით შეეხონ ბურთს (მხოლოდ მეკარეს აქვს უფლება დარტყმის ნახევარწრეში ხელით ან ფეხით მოიგერიოს ბურთი). აკრძალულია ყვანჯის მხრებს ზემოთ აწევა, ყვანჯით სარმის გამოდება, მეროქისათვის ხელის კვრა, მისი დაჭერა, ბურთის ხელით გაჩერება, უყვანჯოდ თამაში, ბურთის განგებ ჰაერში აგდება დარტყმის ნახევარწრეში ჩაგდების მიზნით. წესების დარღვევისათვის ინიშნება თვისუფალი დარტყმა, საჯარიმო კუთხური დარტყმა და პენალტი. საჯარიმო კუთხური დარტყმა სრულდება პირითი ხაზის ნებისმიერი წერტილიდან (ოღონდ კარის უახლოესი ძელიდან არანაკლებ 9,1 მეტრისა).

ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Ibternationale de Hockey - FIX) შეიქმნა 1924 წლის 7 იანვარს პარიზში. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია და შვეიცარია. ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში სამუშო ენებია ინგლისური და ფრანგული. ამჟამად ფედერაცია აერთიანებს 127 წევრ ქვეყანას.

ბალახის ჰოკეიში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული ჰოკეისტთა ტურნირი, რომელსაც ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატები ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება მსოფლიოს თასი ბალახის ჰოკეიში ვაჟთა და ქალთა შორის. 2001 (ქალებისათვის 2002-დან) ფედერაციამ დაიწყო გამოწვევის (,,ჩელენჯ’’)თასის გათამაშება. გარდა ამისა კონტინენტალური კონფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება საკონტინენტო ტურნირები საკლუბო გუნდებს შორის.


Comments


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
რუსთაველის გამზირი #10 (1 სკოლა)
fireand.fight@mail.ru
ტელ: +995574443153

© 2016 «Fire And Fight». საიტის შემქმნელი - კონსტანტინე ჯაფარიძე

bottom of page